გამოცემა №8 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2021 / ავტორი: სალომე აბრამიშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
კურატორების ვიზიტები
რუსეთის დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში. წყარო: დე ფაქტო მთავრობის ვებგვერდი
საინვესტიციო პროგრამის შესრულების მონიტორინგი
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოჩამჩირის რაიონში 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ბჟანია სოფ. კინდღში მდებარე სასათბურე კომპლექსს, „Кындыг-Агро“-ს ეწვია. ობიექტის მშენებლობისთვის საინვესტიციო პროგრამიდან 450 მლნ რუბლი გამოიყო და მისი მშენებლობა 2017 წელს დასრულდა, თუმცა კომპლექსმა მუშაობა მოულოდნელად შეწყვიტა. „Кындыг-Агро“-ის დირექტორის, ალიკა კოგონიას თქმით, ებრაულმა კომპანიამ არასწორი აღჭურვილობა დაამონტაჟა, რის გამოც სათბურის მუშაობა შეჩერდა. ამჟამად ობიექტზე ახალი ტექნიკის დამონტაჟება მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულებისთანავე, საწარმო მუშაობას განაახლებს. ოჩამჩირეში ბჟანიამ „Адзыхь“-ის საბავშვო ბაღიც დაათვალიერა. ობიექტის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა, თუმცა იგი დღემდე არ ფუნქციონირებს. ამის მიზეზად წყალმომარაგების პრობლემა სახელდება.
საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობა
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა „აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საბაჟო ორგანოებში ნამსახურები წლების ურთიერთჩათვლის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინეს. დოკუმენტს დისტანციურად მოაწერეს ხელი: აფხაზურმა მხარემ - 2021 წლის 18 თებერვალს, ხოლო რუსეთმა - 2021 წლის 5 აპრილს. შეთანხმება მხარეთა საბაჟო ორგანოების თანამშრომელთა სტაჟის ორმხრივ აღიარებასა და დანამატების სტაჟის ხანგრძლივობის გათვალისწინებით გადახდას ითვალისწინებს. ხელშეკრულება 5 წლის ვადით გაფორმდა მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ტურიზმი
აფხაზეთის „ტურიზმის მინისტრი“ თეიმურაზ ხიშბა მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფარგლებში რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ზარინა დოგუზოვას შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 17 ნოემბერს ხიშბა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებსაც შეხვდა. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ტურისტულმა სეზონმა წელს აფხაზეთში სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა და არ დაფიქსირებულა მოწამვლის არცერთი შემთხვევა. შეხვედრისას აფხაზეთის „ტურიზმის მინისტრმა“ და რუსეთის ტურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი დავიდენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტურისტული ინდუსტრიის სფეროში ორმხრივი ასოციაციის შექმნის თაობაზე. 19 ნოემბერს ხიშბა რუსეთის სახელმწიფო დუმის ტურიზმის კომიტეტის სხდომასაც დაესწრო.
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა. წყარო: sputnik-abkhazia
სოფლის მეურნეობა
სატრანსპორტო კავშირები
აფხაზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის ავტობუსების მიმოსვლა 14 ნოემბრიდან განახლდა. ტრანსპორტირება განხორციელდება მუნიციპალური უნიტარული საწარმოს, „Нальчикский транспорт“-ის მიერ. ბილეთის ფასი 2 475 რუბლია. დეკემბრიდან მარშრუტის მოძრაობის სიხშირე გაიზრდება.
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
კურატორების ვიზიტები
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსმა იგორ მასლოვმა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ცხინვალში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საინვესტიციო პროგრამის შესრულების მონიტორინგი
საცხოვრებელი კორპუსის გახსნა საზეიმო ვითარებაში. წყარო: დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი
ტურიზმი
სოფლის მეურნეობა
„სამხრეთ ოსეთიდან“ რუსეთში ღვინის ექსპორტი 2021 წელს გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 30%-ით გაიზარდა. „Винодельня Иронсан“ ერთადერთი ღვინის ქარხანაა ცხინვალის რეგიონში, რომელიც საკონსერვო ქარხნის ბაზაზე, რუსი ინვესტორების ჩართულობით 2018 წელს გაიხსნა. კომპანია აწარმოებს ღვინის ხაზებს - „ძველი ცხინვალი“, „ცხინვალის ველი“, „საფერავი“, „მწვანე“, „ლომიაური“ და სხვა. გარდა ამისა, საწარმოში მზადდება სხვადასხვა დაძველების ხარისხის (3-დან 12 წლამდე) კონიაკებიც, რომელიც ასევე გადის რუსეთის ფედერაციაში. პირველი პარტია (32 ათასი ბოთლი) გასული წლის დეკემბერში ჩამოისხა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთში ექსპორტზე ღვინის პირველი პარტია - 14 ათასი ბოთლი გავიდა. ამჟამად რუსეთში თვეში 300 ათასი ბოთლი ღვინო იგზავნება, გასულ წელს კი საშუალოდ 200-230 ათასი ბოთლი გადიოდა. შესაბამისად, მიწოდება წელს 30%-ითა გაზრდილი. „სამხრეთ ოსეთის“ ღვინო რუსეთის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი, პროდუქცია ასევე იყიდება სუპერმარკეტების დიდ ქსელებში - „Магнит“ და „Пятерочка“.