ახალი ამბები

ტურისტული კომპლექსი „ТАМЫШ VILLAGE“ ოფიციალურად გაიხსნა

2021 / 07 / 03

ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში ტურისტული კომპლექსი „ТАМЫШ VILLAGE“ საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ოჩამჩირის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ბესლან ბიგვავამ და ინვესტორი კომპანიის - „Библио-Глобус“ - გენერალურმა დირექტორმა ირინა კოსტენკომ.

„Тамыш Village-ის“ გახსნაზე იმყოფებოდნენ, ასევე, დე ფაქტო პარლამენტისა და ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლები.

ბჟანიას განცხადებით, „ეს არამხოლოდ ტურისტული ობიექტის გახსნაა“, არამედ „ტამიშისა და მთელი აღმოსავლეთ აფხაზეთის აღორძინების სიმბოლოა“. ბჟანიას თქმით, „ხელისუფლება“ ზრუნავს ინვესტორებისთვის „უსაფრთხო“ გარემოსა და მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე. ბჟანიამ რუსულ კომპანია „ბიბლიო-გლობუსს“ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

დეტალური ინფორმაცია ტურისტული კომპლექსის შესახებ იხ. აქ.

Go BackGo Back