რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დიმიტრი ჩერნიშენკო აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. იგი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
შეხვედრის საკვანძო საკითხი ტურიზმის ინდუსტრია გახლდათ. “საბჭოთა კავშირის მარგალიტს”, როგორც ჩერნიშენკო აფხაზეთს უწოდებს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი რუსი დამსვენებელი სტუმრობს, შესაბამისად რეგიონის ტურისტული პოტენციალი დიდია, თუმცა აშკარაა, რომ თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდის.
ჩერნიშენკომ სწორედ ეს და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები დააყენა რუსეთ- აფხაზეთის თანამშრომლობის დღის წესრიგში, როგორებიცაა “სასაზღვრო” გამშვები პუნქტების კეთილმოწყობა და სოხუმის აეროპორტის მშენებლობა, რაც მისი გათვლით რეგიონს ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.
აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.