ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი მოსკოვში

2023 / 01 / 25

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი, აგუნდა პლიევა იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით მოსკოვში და შეხვდა „კოლეგას“, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს, მიხაილ მურაშკოს.

შეხვედრაზე „მხარეებმა“ განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე პროექტის „ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაცია 2019-2022 წლებში“ მიმდინარეობა.

პლიევამ განაცხადა, რომ დასახული გეგმის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად პირველი ეტაპის შესრულებისა, რომელიც გულისხმობდა სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობას. პრობლემები შეიქმნა მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით, რაზეც, პლიევას თანახმად, დე ფაქტო უწყება განაგრძობს მუშაობას.

Go BackGo Back