ახალი ამბები

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და ოკუპირებული რეგიონები

2023 / 03 / 31

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. ბოლო კონცეფცია 2016 წელს მიიღეს. კონცეფციაში პრიორიტეტული მიმართულებაა მოკავშირეების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონული მიმართულებებიდან ცალკე არის გამოყოფილი ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის განვითარება. დოკუმენტის მიხედვით, ახლო საზღვარგარეთის მშვიდობის, კეთილმეზობლობის, მდგრადი განვითარებისა და აყვავებულ ზონად გადაქცევისთვის, რუსეთი პრიორიტეტულ მნიშვნელობას მიანიჭებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, ამ ქვეყნების ხალხების საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ ნებაყოფლობითი არჩევანის რეალიზებაში, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციის გარღმავებას ითვალისწინებს.“

Go BackGo Back