ახალი ამბები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი დანიშნეს

2019 წლის 3 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ავსტრალიაში რუსეთის ელჩად საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი პავლოვსკი   დაინიშნა. პავლოვსკი 2006 წლიდან 2011 წლის ჩათვლით დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  იყო, 2011 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის აპრილამდე კი - დირექტორი.

ვრცლადვრცლად
აფხაზი სტუდენტები რუსეთში ისწავლიან

რუსეთის ფედერაციის დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა აფხაზეთში ვადიმ ჩეხმა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აფხაზი სტუდენტების შესახებ ისაუბრა. ჩეხის განცხადებით, შესარჩევი კონკურსის შედეგად 2019 წელს რუსეთში 50 აბიტურიენტმა ჩააბარა. სულ 350-ზე მეტი მსურველი იყო.

ვრცლადვრცლად
ინფრასტრუქტურული პროექტები მე-7 სამხედრო ბაზაზე

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის უფროსის ვადიმ ასტაფიევის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე 50-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ასტაფიევის განცხადებით, ყველა ობიექტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით აშენდა.

ვრცლადვრცლად
მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო პოლიციამ ახალი ტყვიამფრქვევები მიიღო

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო პოლიციის დანაყოფმა ახალი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები - „უტესმიიღო. რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის, ალექსანდრ დვორნიკოვის ბრძანებით, ოლქის სამხედრო პოლიციის დანაყოფებს გადასცეს ახალი ტყვიამფრქვევები, რომლებიც შემტევი უპილოტო საფრენი აპარატებისგან სამეთაურო პუნქტების დამატებით საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფენ.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო დანაყოფებმა ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ტაქტიკურ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. წვრთნებში 1 200-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და 200-მდე ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი და კრასნოდარის მხარე ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ

აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. თანაშრომლობის საკითხები აფხაზეთის ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრმა თამაზ წახნაკიამ, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე ანატოლი გულინმა და კრასნოდარის მხარის ჯანდაცვის მინისტრმა ევგენი ფილიპოვმა განიხილეს.

ვრცლადვრცლად
მე-7 სამხედრო ბაზამ უახლოესი სარემონტო-საევაკუაციო მანქანები მიიღო

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზამ უახლოესი სარემონტო-საევაკუაციო მანქანები „РЭМ-КЛ“ და ყველგანმავალ „ურალ“-ზე მოწყობილი „МТО-АМ1“-ის ტექნიკური მომსახურების სახელოსნოები მიიღო. მანქანები გამოიყენება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების რემონტისთვის, ტექნიკური მომსახურებისთვის და ევაკუაციისთვის, როგორც მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, ასევე საველე პირობებში.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

2019 წლის 1 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ურთიერთქმედება.

ვრცლადვრცლად
კრემლის პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: მარტის მნიშვნელოვანი ამბები

2019 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს მოსკოვში უმასპინძლა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აფხაზეთში შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ამოქმედების კუთხით და ჯანდაცვის სფეროში ვითარების გასაუმჯობესებლად. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის მარტში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

ვრცლადვრცლად
სახელმწიფო დუმის დეპუტატი ცხინვალს ესტუმრა

2019 წლის 30 მარტს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგტიარევი ცხინვალის რეგიონს პირველად ესტუმრა. სახელმწიფო დუმის დეპუტატი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა. შეხვედრის დროს დეგტიარევმა ცხინვალის რეგიონის დიდი ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და ოსი სპორტსმენების წარმატებაც აღნიშნა. 

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რადიაციული და ქიმიური დაზვერვის სპეციალისტებმა ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის რადიაციული და ქიმიური დაზვერვის სპეციალისტებმა მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პირობებში აუცილებელი ღონისძიებების გატარებაში ივარჯიშეს.

ვრცლადვრცლად
რუსი ძალოვანებისთვის აფხაზეთში დასვენება უსაფრთხოა

რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და როსგვარდიის თანამშრომლებს შეუძლიათ 2019 წლის ზაფხულში აფხაზეთშიც დაისვენონ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთში სამედიცინო მომსახურება 1500-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 50 000-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო, მათ შორის 1500-ზე მეტმა 2018 წელს ამ პოლისების საფუძველზე სამედიცინო დახმარება მიიღო, ძირითადად, კრასნოდარის მხარეში, როსტოვის ოლქში, ასევე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდა

აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში პირობითი ტერორისტების საქმიანობა აღკვეთეს. სწავლების სცენარის მიხედვით, შეიარაღებულმა პირებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავეს, სადაც გამაგრდნენ შემდგომში საწვავ-საპოხი მასალების საწყობის დანაღმვისა და აფეთქების მიზნით.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში მზვერავებმა ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სადაზვერვო დანაყოფები მთაგორიან-ტყიან ადგილებში მოწინააღმდეგის შენიღბული  სამიზნეების აღმოჩენისა და განადგურების ახალ მეთოდებს ითვისებენ. სასწავლო-საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს თანამედროვე  შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება გამოიყენეს.

ვრცლადვრცლად