ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით „საზღვრის“ დამრღვევთა რაოდენობა შემცირდა

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, 2018 წელს საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის დარღვევისთვის 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, რაც 2017 წელთან შედარებით სამჯერ ნაკლები მაჩვენებელია. სამსახურის განცხადებით, დამრღვევთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის დაცვის სამსახურისა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის სამმართველოს მიერ დე ფაქტო საზღვრის დაცვის საკითხისადმი მიდგომების დახვეწით არის განპირობებული.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთის დაფინანსებით ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი გაიხსნა

2019 წლის 23 მარტს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი „როდნიკი“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიების მასპინძელი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელი ვლადიმირ ნეკრასოვი იყო. ცენტრი საზეიმოდ გახსნეს აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ასტამურ ქეცბამ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში მასშტაბური ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ალექსანდრ დვორნიკოვის განკარგულებით, აფხაზეთში წებელდასა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ტაქტიკური წვრთნები გაიმართა. წვრთნებში ავიაცია და ფლოტიც იყო ჩართული. სამხედროებმა სახმელეთო და საჰაერო სამიზნეები გაანადგურეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში ინჟინერ-მესანგრეთა დანაყოფმა ივარჯიშა

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ინჟინერ-მესანგრეთა დანაყოფმა ტაქტიკურ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. წვრთნების ფარგლებში 10 000 კვ/მ ფართობის დანაღმული ველი განაღმეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დელეგაციამ ყირიმის საკითხზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2019 წლის 21 მარტს აფხაზეთის დელეგაციამ მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ყირიმი თანამედროვე გეოპოლიტიკაში. ყირიმის გაზაფხულის 5 წელი“ - მიიღო მონაწილეობა. აფხაზურ დელეგაციაში შედიოდნენ დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი დაურ არშბა და რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი იგორ ახბა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთის სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორი სამხედროების რაოდენობა გაიზარდა

აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორი სამხედროების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. 2018 წლიდან დღემდე სამხედრო ბაზაზე სამხედრო სამსახურის კონტრაქტით გავლის სურვილი 600-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ გამოთქვა. ხანგრძლივი შერჩევის პროცესის შედეგად ოთხიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი შეირჩა. ამ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორი სამხედროების რაოდენობა მთლიანი პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სადაზვერვო დანაყოფებმა ივარჯიშეს

რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის სადაზვერვო დანაყოფებმა წებელდას სამხედრო პოლიგონზე პროფესიული მომზადების დროს 50 ათასზე მეტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. სასწავლო პროგრამა ერთი თვე გრძელდებოდა. სამხედროებმა მთაგორიან და ტყიან ადგილებში ტაქტიკურ-სპეციალურ, საინჟინრო და საცეცხლე მომზადებაში ნორმატივები შეასრულეს. წვრთნებში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე, 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ბრონირებული სადაზვერვო მანქანა „დოზორ“, მონაწილეობდა.

ვრცლადვრცლად
მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმება 98%-ით შესრულებულია

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის პეტრ გასიევის განცხადებით, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებული  მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების განხორციელება 98 პროცენტით შესრულებულია, დანარჩენზე კი მუშაობა მიმდინარეობს. გასიევმა შეთანხმების შესრულების მაგალითებად მოიყვანა რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის შს სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ამოქმედება, ასევე რეგიონის ცალკეული სამხედრო დანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლა.

ვრცლადვრცლად
სერგეი ჩებოტარევმა ბიბილოვს ტელეგრამა გაუგზავნა

2019 წლის 18 მარტს, ცხინვალის რეგიონში 28 წლის წინათ მომხდარი მოვლენა გაიხსენეს. (ოსური მხარის შეფასებით, 1991 წლის 18 მარტს, სოფ. ერედვთან ქართველმა შეიარაღებულმა პირებმა სოფ. დმენისიდან ცხინვალისკენ მიმავალი ავტობუსი შეაჩერეს, 25 ეთნიკურად ოსი მოქალაქე დააკავეს და მათ შორის 12 მამაკაცი წამების შემდეგ ცოცხლად დამარხეს). ღონისძიებაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმაც მიიღეს მონაწილეობა.

ვრცლადვრცლად
რუსეთი აფხაზეთში სამედიცინო დახმარების სამეტაპიანი გეგმის განხორციელებას იწყებს

2019 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ თამაზ წახნაკიას სოხუმში შეხვდა. რუსეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების  უზრუნველყოფის სამეტაპიანი გეგმის განხილვა. დელეგაციის წევრები არიან სამედიცინო-ბიოლოგიური ფედერალური სააგენტოს უფროსი ვლადიმირ უიბა და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე ანატოლი გულინი.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსულ მხარესთან საინვესტიციო პროგრამების საკითხი განიხილეს

2019 წლის 15 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მსგავსი შეხვედრა 14 მარტსაც გაიმართა.

ვრცლადვრცლად
ადიღესა და კრასნოდარის მხარის მუსლიმები სოხუმის მეჩეთს გაფართოებაში დაეხმარებიან

აფხაზეთს ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს დელეგაცია, მუფთ ასკარბია კარდანოვის მეთაურობით, ოფიციალურად ესტუმრა. მუფთი თავის დელეგაციასთან ერთად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასაც შეხვდა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს

2019 წლის 14 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე საინვესტიციო პროგრამების შესრულების საკითხი განიხილეს.

ვრცლადვრცლად
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი: ქართველებს შორის ბევრი კარგი და საიმედო მეგობარი მყავს

რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასმა“ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის სერგეი ჩებოტარევის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მინისტრმა საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც ისაუბრა. ამ ეტაპზე ჩებოტარევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის მთავრობაში ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. იგი წლების განმავლობაში უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უნივერსიტეტმა კონსტანტინ ზატულინს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

2019 წლის 14 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედმა „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ უნივერსიტეტისა და ზოგადად დე ფაქტო რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებს: კონსტანტინ ზატულინს, სერგეი ბაბურინს და ანდრანიკ მიგრანიანს. მათ შორის უდავოდ გამორჩეულია ზატულინი, რომელიც წლებია პოსტსაბჭოთა ქვეყნების, განსაკუთრებით კი კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით მუშაობს.

ვრცლადვრცლად