ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს შეხვდა

2019 წლის 13 მარტს, სანქტ-პეტერბურგში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, ზნაურ გასიევმა, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ბეგლოვთან ცხინვალის რეგიონში ინვესტორების მოზიდვისა და რეგიონში დამზადებული პროდუქციის სანქტ-პეტერბურგში რეალიზაციის საკითხები განიხილა.

ვრცლადვრცლად
სამხრეთის სამხედრო ოლქში საარტილერიო წვრთნები დაიწყო

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში - რუსეთის, სომხეთის, ანექსირებული ყირიმისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიებზე, 10 ათასი არტილერისტისა და სამი ათასამდე ერთეული ტექნიკის მონაწილეობით საველე სწავლება გაიმართება. სწავლება 20 სამხედრო პოლიგონზე გაიმართება და თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: ახალი სახლები სამხედროებისთვის

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის 4 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა. სამხედრო ბაზის 64 მოსამსახურეს ახალგარემონტებული ბინები საზეიმო ვითარებაში გადასცეს. 2018 წელს, სამხედრო ბაზასთან ახლოს, ხუთი ასეთი საცხოვრებელი სახლი აშენდა, რის შედეგადაც 78 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ბაზის სიახლოვეს დასახლდა.

ვრცლადვრცლად
პუტინი ბიბილოვს შეხვდა: ძირითადი გზავნილები

2019 წლის 6 მარტს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. კრემლის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილეს, უპირველეს ყოვლისა კი - სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.

ვრცლადვრცლად
დაურ კოვემ ალექსეი დვინიანინს დაბადების დღე მიულოცა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს დაბადების დღე მიულოცა. ალექსეი დვინიანინი (ალექსეი დვინიანინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) დაიბადა 1967 წლის 5 მარტს ქ. ვორონეჟში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში. 2018 წლის 30 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩად“ დაინიშნა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: მოსკოვში ჯანდაცვის საკითხები განიხილეს

მოსკოვში დასრულდა აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც რუს კოლეგებთან აფხაზეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობის, მობილური სადიაგნოსტიკო ავტომატარებლის შეძენისა და აფხაზეთის მოსახლეობის დისპანსერიზაციის საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
მოსკოვში რუსეთ-აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციონირების საკითხი განიხილეს

2019 წლის 5 მარტს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციონირების საკითხი განიხილეს. სამუშაო შეხვედრას მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი (იგორ კოშინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) უძღვებოდა, რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში აერომობილურმა ჯგუფებმა ივარჯიშეს

ცხინვალის რეგიონში ძარწემის პოლიგონზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა აერომობილური ჯგუფების გამოყენებაში პირველად ივარჯიშეს. წვრთნები გაიმართა, როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში. 20-ზე მეტმა საავიაციო არმიის ვერტმფრენმა, პოზიციების დაკავების მიზნით, მთაგორიან ადგილებში ტაქტიკური საჰაერო დესანტის გადასხმა უზრუნველყო.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სასწავლო განგაში გამოცხადდა

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე სამხრეთის სამხედრო ოლქის მასშტაბით მიმდინარე წვრთნების ფარგლებში სასწავლო განგაში გამოცხადდა. წვრთნებს ოლქის მეთაური ალექსანდრ დვორნიკოვი (ალექსანდრ დვორნიკოვის შესახებ დეტალურად იხ. აქ) ხელმძღვანელობს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთმა და რუსეთმა ფაროსანასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს

2019 წლის 1 მარტს, სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა რუს კოლეგებთან 2019 წელს აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო საკითხები, ხილის პლანტაციების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები და თხილის დაავადებასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
კრემლის პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: თებერვლის მნიშვნელოვანი ამბები

2019 წლის თებერვალში რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებთან მიმდინარე და 2020-2021 წლების საინვესტიციო პროგრამების საკითხი განიხილა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებითაც. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის თებერვალში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი რუსულ ელექტროენერგიას მიიღებს

აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას  შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის 27 თებერვლიდან რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას მიაწვდის.

ვრცლადვრცლად
დენის ტრავინმა ცხინვალში „სამშობლოს დამცველის დღე“ იზეიმა

ცხინვალში „სამშობლოს დამცველის დღისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ერთად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინიც (დენის ტრავინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) დაესწრო.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში „სამშობლოს დამცველის დღე“ აღნიშნეს

2019 წლის 23 თებერვალს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის თანამშრომლებს, „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა. ბიბილოვის განცხადებით, სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების გარანტია.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სამხედროებმა საზღვაო დესანტის მოგერიებაში ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ნაგვალოუს სამხედრო ბაზაზე პირობითი მოწინააღმდეგის საზღვაო ძალებისა და საზღვაო დესანტის თავდასხმისგან თავდაცვის ტაქტიკა დაამუშავეს.  

ვრცლადვრცლად