ორმხრივი ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის საინჟინრო-მესანგრეთა დანაყოფის სპეციალისტებმა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე თავდაცვითი პლაცდარმი მოამზადეს.
ორმხრივი ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის საინჟინრო-მესანგრეთა დანაყოფის სპეციალისტებმა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე თავდაცვითი პლაცდარმი მოამზადეს.
2019 წლის 21 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში, მინისტრი სერგეი ჩებოტარევი (სერგეი ჩებოტარევის შესახებ დეტალურად იხ. აქ) აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ვალერი ბგანბას შეხვდა. შეხვედრაში ჩებოტარევის მოადგილე იგორ კოშინი და რუსეთში აფხაზეთის „ელჩი“ იგორ ახბაც მონაწილეობდნენ.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაახლოებით 500-მა სამხედრო მოსამსახურემ აფხაზეთში საბრძოლო სროლებში ივარჯიშა.
2019 წლის 20 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინმა (იგორ კოშინის შესახებ დეტალურად იხ. აქ), რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა.
2019 წლის 20 თებერვალს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ვალერი ვალიევმა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა იგორ კოზაევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან (რაშიდ ნურგალიევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. აქ) უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნურგალიევი რუსეთის უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეზენიტეებმა აფხაზეთში პირობითი მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ღონისძიება ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მართვის ერთიანი წვრთნების ფარგლებში გაიმართა.
2019 წლის 18 თებერვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე მორიგი სამხედრო წვრთნები დასრულდა. ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ორმხრივი ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა.
2019 წლის 18 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხები რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინთან (იგორ კოშინის შესახებ დეტალურად იხ. აქ), რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინთან (დენის ტრავინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩ“ მარატ კულახმეტოვთან (მარატ კულახმეტოვის შესახებ დეტალურად იხ. აქ) ერთად განიხილა.
აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი ობიექტების უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვის უზრუნველყოფაში ივარჯიშეს. სამხედრო პოლიგონზე სპეციალისტებმა რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსებისა და სადგურების გაშლის ნორმატივები შეასრულეს.
2019 წლის 15 თებერვალს, ქ. სოჭში, რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის საინვესტიციო ფორუმი-2019-ის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო კომპანიამ, „აფხაზეთის საზღვაო სანაოსნომ“ და რუსეთის ღია სააქციო საზოგადოებამ - „შავი ზღვის კრუიზები“, ხელი მოაწერეს შეთანხმებას.
2019 წლის 15 თებერვალს, ქ. სოჭში, რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის საინვესტიციო ფორუმი-2019-ის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ და კრასნოდარის მხარის გუბერნატორის მოადგილემ, იგორ გალასმა ხელი მოაწერეს 2019-2021 წლების ღონისძიებების პროგრამას.
2019 წლის 5 თებერვალს „Российская газета“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ რუსეთის საზოგადოებრივ პალატასა და დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდთან თანამშრომლობით სოციოლოგიური კვლევა - „აფხაზეთი-2018: საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს“, ჩაატარა. კვლევის მიხედვით, აფხაზეთის მომავალი ლიდერების რეიტინგის სათავეში რუსეთის პოლიტიკური წრეებისთვის კარგად ნაცნობი და რუსეთში მოღვაწე ინალ არძინბა მოხვდა.
2019 წლის 14 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის მორიგი კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პავლოვსკიმ (ალექსეი პავლოვსკის შესახებ დეტალურად იხ. აქ) და რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა იგორ ახბამ.
2019 წლის 14 თებერვალს, ქ. სოჭში, რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის საინვესტიციო ფორუმი-2019-ის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ და რუსეთის ფედერაციის ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ციბულსკიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების განზრახვის შესახებ.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში მოტომსროლელი და სატანკო დანაყოფების მასშტაბური ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელიც რუსეთის ტერიტორიის გარდა, სომხეთს, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს და ანექსირებულ ყირიმს მოიცავს.