სოხუმში, „მოსკოვის სახლში“, ქ. მოსკოვის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთში რუსული თემის წარმომადგენლებს და რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს რუსული ენის, რუსეთის კულტურისა და ისტორიის შესახებ სახელმძღვანელო-მეთოდური ლიტერატურა გადასცეს.
2019 წლის 9 თებერვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „საელჩომ“ რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლების დღესთან (10 თებერვალი) დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა.
2019 წლის 9 თებერვალს აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის, სოფ. პრიმორსკისთან ავტოავარიის შედეგად რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურე დაიღუპა.
2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა (აფხაზეთში „ელჩის“ მოვალეობას 2018 წლის 30 მარტიდან ასრულებს) საინფორმაციო-სააგენტო „სპუტნიკ“-ში პრეს-კონფერენცია გამართა. დვინიანინმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის:
აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მოტომსროლელმა დანაყოფებმა აერომობილური ჯგუფის შემადგენლობაში პირველად დაამუშავეს საკუთარი ქმედებები. დანაყოფებმა სადაზვერვო-სამძებრო საქმიანობა მთაგორიან ადგილებში განახორციელეს, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით მიიღეს.
აფხაზეთის მთიანეთში, წებელდას სამხედრო პოლიგონზე სამხრეთის სამხედრო ოლქის ტოფოგრაფიული სამსახურის სპეციალისტებმა საველე პირობებში ადგილობრივი ტერიტორიის მოდელი-რუკები შექმნეს. სწავლების დროს სპეციალისტებმა თანამედროვე მოძრავი ციფრული ტოფოგრაფიული სისტემის (ПЦТС) გაშლისა და მისი პოზიციების შენიღბვაში ივარჯიშეს.
2019 წლის 8 თებერვალს, მოსკოვში, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან ხელი მოაწერა 2019-2020 წლებში უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის გეგმას.
2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „საელჩოში“ დმიტრი და ოლგა ვიშერნევების ხსოვნას მიაგეს პატივი. ღონისძიებაში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემაც მიიღო მონაწილეობა.
2019 წლის 7 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი კოსტენიკოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა გიორგი ტოტჩიევმა ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამედიცინო დაზღვევის სფეროში გაფორმებული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.
აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მოტომსროლელი დანაყოფების ახალწვეულებმა „მოწინააღმდეგის“ ფარული საცეცხლე წერტილები გაანადგურეს. გუდაუთის სამხედრო ბაზაზე სამხედროებმა ფარული საცეცხლე პოზიციების მოძიება დაზვერვის, მართვისა და კავშირგაბმულობის გადასატანი კომპლექსის - „სტრელეც“-ის საშუალებით განახორციელეს.
აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე სამხედრო ძალების გადაადგილების მონიტორინგი და კონტროლი განახორციელეს. წვრთნების ფარგლებში საფრენმა აპარატებმა მთაგორიან და სანაპირო რაიონებში საჰაერო დაზვერვა განახორციელეს და მართვის პუნქტს რეალურ დროში ინფორმაცია გადასცეს.
ცხინვალში რუსულმა ენერგო კომპანია „როსნეფტ“-მა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. სულ ცხინვალში ორი ასეთი სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. მშენებლობის საკითხი 2017 წელს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „როსნეფტ“-ის აღმასრულებელ დირექტორ იგორ სეჩინთან შეხვედრის დროს შეათანხმა.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის მეთაურის, ანატოლი სიდოროვის შეფასებით, კავკასიაში აშშ-სა და ნატო-ს გავლენის გაძლიერება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის გარშემო ვითარების დაძაბვის წინაპირობებს ქმნის.