ახალი ამბები
აფხაზეთი: გამნაღმველებმა ძაღლებთან ერთად ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის გამნაღმველებმა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით, ფეთქებადსაშიში საგნების მოძიებასა და განადგურებაში ივარჯიშეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: 2018 წელს 200-ზე მეტი სამხედრო წვრთნა ჩატარდა

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის წარმომადგენლის განცხადებით, 2018 წელს აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის ოპერატიული რეაგირების დანაყოფებმა კრიზისული სიტუაციების ლიკვიდაციის სფეროში 200-ზე მეტი წვრთნა ჩაატარეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: სამი რუსი სამხედრო დაიღუპა

2019 წლის 18 იანვარს, აფხაზეთში საგზაო შემთხვევის შედეგად სამი რუსი სამხედრო დაიღუპა. ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც წებელდაში განთავსებულ სამხედრო პოლიგონიდან აფხაზეთში რუსეთის ჯარის მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ მიდიოდა, ხეობაში გადავარდა. სამი სამხედრო ადგილზევე გარდაიცვალა, ორმა კი მძიმე ტრამვები მიიღო.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონი: პროკურორები რუსეთში კვალიფიკაციას აიმაღლებენ

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურის ცხრა თანამშრომელი, მათ შორის დე ფაქტო გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი, რუსეთის პროკურატურის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გაივლიან.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: იანვარში რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმები გახშირდა

2019 წლის 16 იანვარს „აფხაზეთის რუსული საზოგადოების“ საზოგადოებრივმა გაერთიანებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების გართულებისა და იანვარში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტების გამო განცხადება გაავრცელა. 2019 წლის იანვარში აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე თავდასხმის ორი ფაქტი დაფიქსირდა. რუსეთის ქ. კოსტრომაში დაბადებული ავტომექანიკოსი მიხაილ მასლოვი 14 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ტამიშში მოკლეს. იგი ხუთი წელია აფხაზეთში ცხოვრობდა. მოსკოველი მეწარმე მიხაილ ევალენკო კი, 15 იანვარს გაგრის რაიონის სოფ. ლიძავაში,  ავტომანქანის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა. იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აფხაზეთში ბიზნესით იყო დაკავებული. აღნიშნული ფაქტების გამო, „აფხაზეთის რუსულმა საზოგადოებამ“ ადგილობრივ დე ფაქტო მთავრობას შეიარაღებული დამნაშავეების დაკავებისკენ მოუწოდა. 

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსი სამხედროებისთვის ახალი სახლები შენდება

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის წარმომადგენლის განცხადებით, 2019 წლის იანვრის ბოლოსთვის აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროებისთვის ოთხი ახალი საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი აშენდება. რუსი სამხედროები თავის ოჯახებთან ერთად ზღვის სანაპიროდან 800 მეტრში იცხოვრებენ.

ვრცლადვრცლად
სამხედრო ავტოინსპექტორები რუსეთის სამხედრო ბაზებზე

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2019 წლის ბოლოსთვის ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზებზე საქმიანობას სამხედრო ავტოინსპექტორები დაიწყებენ.

ვრცლადვრცლად
პუტინის საახალწლო მილოცვა

2018 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შობა და დამდეგი 2019 წელი მიულოცა საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებს. პუტინმა მილოცვა გაუგზავნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებსაც. საყურადღებოა, რომ პუტინმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველა ლიდერს მიულოცა ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს გარდა.

ვრცლადვრცლად
არსენ გაგლოევი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

2018 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილედ არსენ გაგლოევი დანიშნა.

ვრცლადვრცლად
ბითაროვის წინასაახალწლო ვიზიტი

2018 წლის 30 დეკემბერს ცხინვალის რეგიონს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მეთაური ვიაჩესლავ ბითაროვი ესტუმრა, რომელმაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან გამართა შეხვედრა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში „Россотрудничество“-ს წარმომადგენლობამ კონკურსი გამოაცხადა

2018 წლის 28 დეკემბერს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლობამ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი და როსტოვის ოლქი თანამშრომლობას აძლიერებენ

2018 წლის 28 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ და რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ხელი მოაწერეს  2018-2021 წლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეები განავითარებენ ურთიერთობას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და განათლების, კულტურული გაცვლებისა და ტურიზმის, საქონელბრუნვის გაზრდის სფეროში. ეს პირველი საბაზო დოკუმენტია, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და როსტოვის ოლქის მთავრობას შორის ურთიერთობას არეგულირებს.

ვრცლადვრცლად
რუსეთი და აფხაზეთი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების პროექტს მოამზადებენ

2018 წლის 25 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის რიგით მე-17 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრის შედეგების საფუძველზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო 2020-2022 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების პროექტს 2019 წლის 15 თებერვლამდე შეიმუშავებენ.

ვრცლადვრცლად
მოსკოვში რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-17 შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 25 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის რიგით მე-17 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის  თანათავმჯდომარეები იყვნენ, რუსეთის მხრიდან ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო, აფხაზეთის მხრიდან, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევიც. შეხვედრის დროს 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მუტკოს განცხადებით, სამთავრობათაშორისო კომისიის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება იმ ინვესტორების დახმარება, რომლებსაც აფხაზეთში პროექტების განხორციელება სურთ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში 26 პირი იქნება, 13-13 რუსული და აფხაზური მხრიდან. რუსეთის მხრიდან სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი. კომისიის შეხვედრის დასასრულს მუტკომ და ბგანბამ შესაბამის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში „Россотрудничества“-ს წარმომადგენლობამ განვლილი საქმიანობა შეაჯამა

2018 წლის 18 დეკემბერს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს აფხაზეთის წარმომადგენლობის უფროსმა ვადიმ ჩეხმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა.

ვრცლადვრცლად