ავტორები: მარიამ ჯეჯეია, დადუნა გეწაძე
ავტორები: მარიამ ჯეჯეია, დადუნა გეწაძე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა, ზალინა კობესოვამ Sputnik-თან ინტერვიუში ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარეობაზე.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. 2 აპრილს გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა.
გამოვიდა „რონდელის ფონდის“ ახალი პუბლიკაცია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების "საგარეო პოლიტიკას" მიმოიხილავს.
ავტორი: ანდრო კვიჟინაძე
25 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები იყვნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი.
21 მარტს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდა.
21 მარტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.
19-21 მარტს მოსკოვში ტურიზმისა და მომსახურების ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენა - МІТТ- 2024 გაიმართა. გამოფენაზე წარდგენილი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტენდიც.
ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ალბოროვი 15-17 მარტს რუსეთში იმყოფებოდა. ის ხელმძღვანელობდა რეგიონის „ცესკოს“ წარმომადგენლების დელეგაციას, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში აკვირდებოდნენ.
ავტორი: არსენ არაქელოვი
13 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დმიტრი ფედოტოვს შეხვდა.
ავტორი: ანდრო კვიჟინაძე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დელეგაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სამუშაო ჯგუფს შორის ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ სამუშაო შეხვედრა შედგა.