26 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის განათლების მინისტრი ინალ გაბლია რუსეთის განათლების მინისტრს სერგეი კრავცოვს შეხვდა. შეხვედრაზე გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმის განხორციელების საკითხი და 2025 წლისთვის დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების საგზაო რუკა განიხილეს. მემორანდუმსა და საგზაო რუკას 2025 წლის თებერვალში მოეწერა ხელი.