ავტორი: არსენ არაქელოვი
ავტორი: არსენ არაქელოვი
2024 წელს ოჩამჩირის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის ოქტაი ხაზირიშის განცხადებით, პრაქტიკულად დასრულებულია ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა.
2023 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსულ საინფორმაციო პორტალზე „Известия“ გამოქვეყნდა ბჟანიას ინტერვიუ, სადაც გაჟღერდა საკითხები, რომლებიც, სავარაუდოდ, პუტინთან შეხვედრაზეც განიხილეს. ამ მხრივ ყველაზე ხმაურიანი ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნის შესახებ გაკეთებული განცხადება იყო. პუნქტის გახსნა იგეგმება უკვე არსებულ პორტში, რომელსაც რუსი სამხედროები 2009 წლიდან იყენებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ, რომელიც „მინისტრად“ 6 აგვისტოს დაინიშნა, ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა - „ТАСС“-ს. შამბას განცხადებით, „ოჩამჩირეში არ იგეგმება არანაირი (რუსეთის) სამხედრო-საზღვაო ბაზა“. მისი თქმით, პორტში განთავსებულია სასაზღვრო კატერები და დე ფაქტო რესპუბლიკა ყველანაირი სცენარისთვის მომზადებულია.
ავტორი: არსენ არაქელოვი
3 ოქტომბერს სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და 4 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდგომ, მალევე გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით მოსკოვში, სადაც მას დე ფაქტო მთავრობის სხვა წევრებიც ახლდნენ.
ავტორი: ბექა ირომაშვილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პროცესები საკვანძო საკითხია, შესაბამისად ანგარიშშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს, მათ მილიტარიზაცას, ანექსიისკენ მიმართულ პროცესებს, დე ფაქტო რეჟიმებსა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობებს, საერთაშორისო მექანიზმებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას.
აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის ექსპორტი დაიწყო. ყვავილების პირველი პარტია - 200 კგ. - უკვე გავიდა ექსპორტზე.
ავტორი: გიორგი ბეროშვილი
აფხაზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის ავტობუსების მიმოსვლა 14 ნოემბრიდან განახლდება. მოძრაობა გასული წლის დეკემბერში შეწყდა და უკავშირდება გადამზიდი სახელმწიფო უნიტარელი საწარმოს „Каббалкавтотранс-1438“-ის ლიკვიდაციას.
ავტორი: სალომე აბრამიშვილი