ავტორი: ბექა ირომაშვილი
რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დიმიტრი ჩერნიშენკო აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. იგი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
აფხაზეთის „ტურიზმის მინისტრი“, თეიმურაზ ხიშბა სამუშაო ვიზიტით 16 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრა. ხიშბამ არაერთი შეხვედრა გამართა საჯარო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
რუსული კომპანია „Водоход экспресс-ის“ მაღალი სიჩქარის მქონე 120 კაციანი ტევადობის სამგზავრო კატამარანმა, სახელად „Грифон-მა“, პირველად ბოლო 29 წელიწადში სოჭი-სოხუმის რეისების დაწყება დააანონსა. 10 ოქტომბერს კატამარანი სოხუმში საცდელი მარშრუტით ჩავიდა, რასაც 3 საათი და 15 წუთი დასჭირდა.
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან, ასევე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად აფხაზეთის „საზღვაო სივრცეში არსებული რეჟიმის“ შესამოწმებლად ერთობლივ რეიდებს ატარებს.
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში ტურისტული კომპლექსი „ТАМЫШ VILLAGE“ საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ოჩამჩირის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ბესლან ბიგვავამ და ინვესტორი კომპანიის - „Библио-Глобус“ - გენერალურმა დირექტორმა ირინა კოსტენკომ.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ თურქეთისა და სხვა ქვეყნების საზღვრების გახსნის ფონზე იმსჯელა, დაიწევს თუ არა აფხაზეთში დასვენების ღირებულება. ტუროპერატორთა თანახმად, 2021 წლის ზაფხულის სეზონი აფხაზეთისთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც უცხოეთში დასვენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება.
აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცმა განაცხადა, რომ ტურისტული ობიექტების დატვირთვის მაჩვენებელი 100 პროცენტია.
ავტორი: ნიკა კრაწაშვილი
სოხუმში პირველი საერთაშორისო ტურისტული ფორუმი სახელად „Абхазия – страна души“ 13 მაისს გაიხსნა და 14 მაისს დასრულდა. აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის, თეიმურაზ ხიშბას თქმით, ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტები რუსეთის 66 რეგიონიდან იყვნენ ჩამოსულნი და მათ შორის ბევრი რუსეთის ტურიზმის სფეროში ცნობილი სპეციალისტი იყო.
სასტუმროების ბიზნესის კონსულტანტმა მარია მალცევამ რადიო „Sputnik“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ 2017, 2018 და 2019 წლების მაისთან შედარებით, 2021 წლის იმავე პერიოდში გაგრის რაიონში სახლების დაჯავშნის ნიშნული 40%-ით არის გაზრდილი.
„რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, აფხაზეთში დასვენების მსურველთა რიცხვი იზრდება. ტუროპერატორების განცხადებით, დაჯავშნის მოცულობა წინა წელთან შედარებით საკმაოდ მაღალია, მაგ. „АЛЕАН-მა“ ჯავშნების 15%-ით ზრდაზე განაცხადა, „Дельфин-მა“ - 40%-ით, „Интурист-მა“ კი - 3.5-ჯერ ზრდაზე ისაუბრა.