რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი
პროფესიული კარიერა
აფხაზეთთან ურთიერთობა
ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
2020 წლის 2-3 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ბაბიჩი ცხინვალის რეგიონში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბაბიჩი შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და დე ფაქტო მთავრობის წევრებს. მან ასევე მოინახულა რუსეთის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მისი დელეგაციის შემადგენლობაში იყო გუდინიც.
2021 წლის 26 აპრილს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. რუსეთის მხრიდან წარმოდგენილნი იყვნენ ეკონომიკური განვითარების, შრომის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვის სამინისტროები და სხვა ინსტიტუტები. დელეგაციას გუდინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე რუსეთის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
2021 წლის 23 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის დელეგაციასთან ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის „სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე“, საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასა და ე.წ. „საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე“ იმსჯელეს. რუსეთის დელეგაციას გუდინი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრები იყვნენ: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანტონ მელნიკი და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ საბიუჯეტო ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის განყოფილების უფროსი - მაქსიმ სმირნოვი. 24 აგვისტოს რუსეთის დელეგაციამ ცხინვალსა და კვაისაში მშენებარე პროექტები მოინახულა.
2021 წლის 1 ოქტომბერს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ეწვია, რომელსაც სათავეში მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ედგა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გუდინი მისი მოადგილე ანტონ მელნიკი. ვიზიტის მთავარი მიზანი საინვესტიციო პროგრამაში შეტანილი ობიექტების შემოწმება იყო. ვიზიტის პირველ დღეს რუსეთის დელეგაციამ ოს „კოლეგებთან“ ერთად ცხინვალის N3 საჯარო სკოლა მოინახულა, რომლის აღდგენაც სექტემბერში დასრულდა. იმავე დღეს რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იღებდა მონაწილეობას. მეორე დღეს რუსეთის დელეგაციამ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ გენადი ბეკოევთან ერთად „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და ცხინვალის ახალი სამშობიარო დაათვალიერა.
2022 წლის 16 სექტემბერს ცხინვალში გაიმართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის შეხვედრა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაციასთან. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინე ჯუსოევი შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა გუდინი. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გუდინის მოადგილეებმა - ანტონ მელნიკმა და იულია სუხოვერხოვამ.