მთავარი ფიგურები

ვასილი შეპელევი

 ცხივალის რეგიოში შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი

ზოგადი იოგრაფიული ც

  • ვასილი შეპელევი ცხინვალის რეგიონში შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორია. მან ამ თანამდებობაზე მილიციის პოლკოვნიკი ალან ბოლატაევი შეცვალა, რომელიც 2018 წლის დეკემბრში ცენტრის პირველი დირექტორი გახდა.
  • შეპელოვი პოლიციის პოლკოვნიკია.

ცხივალის რეგიოთა ურთიერთო

  • 2022 წლის 10 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრი ვალერი გაზაევი შეპელევს შეხვდა. შეპელევმა გაზაევს ცენტრის სტრუქტურისა და ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „სასაზღვრო“ სფეროში თანამშრომლობაზე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
  • 2022 წლის 4 ივლისს ცხინვალში  ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ექვსი წლისთავი აღნიშნეს. შეპელევმა პრეს-კონფერენციაზე რუსეთიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში ძებნილის ექსტრადიციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლის აპრილში ერთი ძებნილის ექსტრადიცია უკვე განხორციელდა. საზეიმო ღონისძიებაზე ცენტრის საქმიანობის შესახებ ვიდეო რგოლიც აჩვენეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ ცენტრის ობიექტები მოინახულეს: რუსეთიდან ჩასული ცენტრის თანამშრომლებისთვის მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის შენობა, სასროლეთი, სპორტული დარბაზი, კრიმინალისტიკური ლაბორატორია და ადმინისტრაციული კომპლექსი. ღონისძიებაში დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც მონაწილეობდა, ასევე დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კონსტანტინ ჯუსოევი.
  • 2022 წლის 5 სექტემბერს ცხინვალში, დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას პროკურორსა და რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში შეპელევიც მონაწილეობდა.
  • 2022 წლის 10 ნოემბერს ცხინვალში, კინოსაკონცერტო დარბაზ „ჩერმენში“ „მილიციის“ დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაზე რუსეთის შს სამინისტროს სახელით მილოცვის წერილი შეპელევმა წაიკითხა, რომელმაც რუსეთის შს სამინისტროს უწყებრივი მედლებით ოსი ძალოვანები დააჯილდოვა.
  • 2023 წლის 1 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი ვალერი გაზაევი  შეპელევს შეხვდა. შეხვედრაზე შს ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
  • 2023 წლის 4 ივლისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მონაწილეობა მიიღო შს სამინისტორების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. შეპელოვმა ცენტრის საქმიანობის ექვსი თვის მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
  • 2023 წლის 5 ოქტომბერს დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა გრიგორი სობაევმა შეპელოვი მედლით „ხელშეწყობისთვის“ დააჯილდოვა. შეპელოვს ჯილდო დე ფაქტო გენერალურ პროკურატურის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.