ანდრეი სტარკოვი
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ განყოფილების უფროსი (ყოფილი)
აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
- 2015 წლის 19 ოქტომბერს რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორს, ალექსეი პავლოვსკის, მის მოადგილეს მიხაილ შურგალინს და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ განყოფილების უფროსს ანდრეი სტარკოვს შეხვდა.
- 2015 წლის 12 ნოემბერს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელები მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „საელჩოს“ ესტუმრნენ. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი დეპარტამენტის დირექტორს, ალექსეი პავლოვსკის, მის მოადგილეს მიხაილ შურგალინს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ განყოფილების უფროსს ანდრეი სტარკოვს და დირექტორის თანაშემწეს პოლინა ხორევას შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
- 2018 წლის ივნისში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ - „რუსეთი დღეს“ - ორდღიანი პრეს-ტური მოაწყო აფხაზი და ოსი ჟურნალისტებისათვის მოსკოვში, რომლის დროსაც შეხვედრები გაიმართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჟურნალისტები სტარკოვსაც შეხვდნენ. ერთ-ერთი ჟურნალისტის, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან იყო, კითხვის პასუხად სტარკოვს მოუწია აეხსნა თუ რა განსხვავება იყო ყირიმს, რომელიც „რეფერენდუმის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში მიიღეს“ და „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს შორის, რომლის დამოუკიდებლობაც რუსეთმა აღიარა. სტარკოვის შეფასებით, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მსოფლიო თანამეგობრობაში შესვლის პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდება. სტარკოვის თქმით, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღო არა მარტო მათი უსაფრთხოების, არამედ მათი თანამედროვე დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებად ჩამოყალიბების უზრუნველყოფაზე. სტარკოვის აზრით, რუსეთსა და ცხივნალის რეგიონს შორის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებაა ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარება.