პროექტის შესახებ

პროექტი „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვებგვერდთან ინტეგრირებული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიმღებებს, ანალიტიკურ ცენტრებს, ექსპერტებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს - ყველა დაინტერესებულ პირს გააცნოს ის პოლიტიკა, რომელსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კრემლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ატარებს.

პორტალზე ხელმისაწვდომია ღია წყაროების მონიტორინგის საფუძველზე  შედგენილი  საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის მასალები, რომლებიც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის, რუსეთის იმ საჯარო მოხელეებისა და უწყებების შესახებ, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის ჩამოყალიბება-განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შესაძლებელია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიისა და მხარეებს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების გაცნობა, ასევე ამ რეგიონებში რუსეთის მაღალჩინოსნების ვიზიტების შესახებ ინფორმაციის მიღება.