ძირითადი უწყებები

ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი

რუსეთის ფედერაციის 1993 წლის კონსტიტუციით ფედერაციის საბჭო რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ზედა პალატაა. რუსეთის 85 ფედერალური სუბიექტი ფედერაციის საბჭოში 2-2 წარმომადგენელს წარადგენს, სულ 170 წარმომადგენელს. 

ფედერაციის საბჭოში ჩამოყალიბებულია 10 კომიტეტი, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი (Комитет Совета Федерации по международным делам). კომიტეტის პასუხისმგებლობის სფეროში შედის რუსეთის ფედერაციის საგარეო-პოლიტიკური კურსის საკანონმდებლო მხარდაჭერა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიკაცია და დენონსაცია, დიპლომატიური წარმომადგენლების დაშივნისა და გამოწვევის დროს კონსულტაციის გაწევა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში ინტეგრაციული პროცესების განვითარება, უცხო ქვეყნის პარლამენტებთან თანამშრომლობის განვითარება. 

ფედერაციის საბჭოში საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოსა და მისი ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით წამყვანი კომიტეტია, რომელიც აქტიურად არის ჩართული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის საკანონმდებლო და საინფორმაციო მხარდაჭერაში. კომიტეტის წევრები ხშირად მასპინძლობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებსა და წარმომადგენლებს და ასევე თავადაც ხშირად სტუმრობენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, კომიტეტი 13 წევრისგან შედგება.