ძირითადი უწყებები

სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტი

სახელმწიფო დუმა აქტიურად არის ჩართული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის საკანონმდებლო და საინფორმაციო მხარდაჭერაში. სახელმწიფო დუმის წევრები ხშირად მასპინძლობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებსა და  წარმომადგენლებს და ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ხშირი სტუმრებიც არიან.

სახელმწიფო დუმაში მოქმედი კომიტეტებიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი, თავდაცვის კომიტეტი და  საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი.

კომიტეტის კომპეტენციაში შედის თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტის წევრები ხშირად აკეთებენ განცხადებებს საქართველოს საკითხზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ.