ძირითადი შეთანხმებები

რუსეთ-აფხაზეთსა და რუსეთ-ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებული მნიშვნელოვანი შეთანხმებები

აფხაზეთი
ცხინვალის რეგიონი

მეგობრობის შეთანხმება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.  შეთანხმება 10 წლიანი ვადით დაიდო ხუთ წლიანი პერიოდებით ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით. შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის 23 დეკემბერს.

17 სექ

მეგობრობის შეთანხმება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.  შეთანხმება 10 წლიანი ვადით დაიდო ხუთ წლიანი პერიოდებით ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით. შეთანხმება ძალაში შევიდა 2009 წლის 20 სექტემბერს.

საზღვრის დაცვის შეთანხმება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. შეთანხმების ძალით რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების საზღვრების, საზღვაო საზღვრის ჩათვლით, დაცვის ვალდებულება აიღო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერ საკუთარი საზღვრის დაცვის სამსახურების შექმნამდე.

უშიშროების სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

 

30 აპრ

საზღვრის დაცვის შეთანხმება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. შეთანხმების ძალით რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების საზღვრების, საზღვაო საზღვრის ჩათვლით, დაცვის ვალდებულება აიღო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიერ საკუთარი საზღვრის დაცვის სამსახურების შექმნამდე.

უშიშროების სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დახმარება

რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვითარების მინისტრმა ვიქტორ ბასარგინმა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დახმარების გაწევის შესახებ.

12 აგვ
26 აგვ

სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დახმარება

რუსეთის ფედერაციამ და ცხინვალის რეგიონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში დახმარების შესახებ.

სამხედრო სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის ფედერაციამ და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს „სამხედრო უსაფრთხოებისა და ნდობის ღონისძიებების“ გაძლიერებას, აფხაზეთის უსაფრთხოებისა და საჰაერო სივრცის კონტროლის უზრუნველყოფას, სამხედრო-საზღვაო სფეროში, სამხედრო დაზვერვის სფეროში, ზურგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთქმედებას, კადრების მომზადებას. შეთანხმების ძალით,  რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ბაზის მშენებლობის, გამოყენებისა და სრულყოფის, ასევე მშვიდობიან თუ საომარ ვითარებაში ერთობლივი საჯარისო დანაყოფის შექმნის შესაძლებლობა ეძლევა.

15 სექ

სამხედრო სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის ფედერაციამ და ცხინვალის რეგიონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 9 ნოემბერს.

უვიზო მიმოსვლის შეთანხმება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთმანეთის ტერიტორიაზე 90 დღემდე აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ. 

02 ოქტ
01 თებ

უვიზო მიმოსვლის შეთანხმება

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის მოქალაქეების ერთმანეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 25 აპრილს.

სამხედრო ბაზების შეთანხმება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ. შეთანხმების ვადა 49 წელია მისი ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით.

ჰაერსა და ზღვაში თანამშრომლობა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას  საჰაერო მიმოსვლის, შავ ზღვაში საზღვაო სამძებრო საქმიანობასა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე. 

17 თებ
07 აპრ

სამხედრო ბაზების შეთანხმება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ. შეთანხმების ვადად 49 წელი განისაზღვრა მისი ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით. შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 7 ივლისს.

08 აპრ

სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ძალაში შევიდა 2010 წლის 22 ივნისს.

24 დეკ

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობა

უსეთის ფედერაციის შს მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა ვალერი ვალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

საბაჟო გადასახადების გაუქმება

მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა დავიდ ირადიანმა და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხაილ ოსეევსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპულიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ. შეთანხმების ძალით, მხარეები ერთმანეთის ტერიტორიაზე  საქონლის შეტანის დროს არ გამოიყენებენ საბაჟო გადასახადებს.

28 მაი

მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სოციალური და ეკონომიკური ერთიანი სივრცის შექმნას.

24 ნოე
18 თებ

"საზღვრის" დელიმიტაცია

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ სანაკოევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ. შეთანხმება ძალაში შევიდა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღეს, 2016 წლის 29 სექტემბერს. რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო.

მემორანდუმი საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმის შექმნის შესახებ

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ხელი მოაწერეს მემორანდუმს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების მექანიზმის შექმნის შესახებ.

 

11 მარ
18 მარ

შეთანხმება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვარზე თავისუფალ გადაადგილებას, საბაჟო ორგანოების ინტეგრაციას, შინაგან საქმეთა სტრუქტურების ხაზით თანამშრომლობას, რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას, რაც ასევე მოიცავას პენსიების ინდექსაციის საკითხს. შეთანხმების ვადად 25 წელი განისაზღვრა მისი შემდგომი 10 წლიანი პერიოდებით გაგრძელების შესაძლებლობით.

საპენსიო უზრუნველყოფა

რუსეთის ფედერაციამ და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ.

14 აპრ

გაერთიანებული საჯარისო დანაყოფის შექმნა

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, მოსკოვში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას გაერთიანებული საჯარისო დანაყოფის შესახებ. შეთანხმება გაერთიანებული საჯარისო დანაყოფის შექმნას ითვალისწინებს და მისი მიზანია რომელიმე მხარეზე შეიარაღებულ თავდასხმასა და სხვადასხვა სახის სამხედრო საფრთხეებზე რეაგირება.

 

21 ნოე
04 ივლ

ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი

რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა ახსარ ლავოემა ცხინვალში ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. ზუბოვის განცხადებით, ცენტრის მიზანია რუსი და ოსი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში ტიპის დანაშაულთან ბრძოლაში. დასახული მიზნის მისაღწევად ცენტრმა დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა, ანალიზი და გაცვლა უნდა უზრუნველყოს. ცენტრის საქმიანობას მთლიანად რუსული მხარე დააფინანსებს.

31 მარ

საჯარისო დანაყოფების ინტეგრაცია

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ცალკეული საჯარისო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ. ახალი შეთანხმების ძალით, ცხინვალის რეგიონის სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე სამსახურსაც შეძლებენ.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობა

რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. 

18 მაი

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ და რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა  ვერონიკა სკვარცოვამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ შემდეგ სფეროებში: რუსეთის ფედერაციის  სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სფეროში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაზღვევის ორგანიზების შესახებ და რუსეთის ფედერაციის სამედიცინო ორგანიზაციებში მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. შეთანხმება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთში სამედიცინო დაზღვევისა და სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას მისცემს. 

08 აგვ
05 დეკ

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტრომ და ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების დე ფაქტო სამინისტრომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

შეთანხმება განათლების ურთიერთაღიარების შესახებ

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას განათლებისა და (ან) კვალიფიკაციის ურთიერთაღიარების შესახებ. შეთანხმების საფუძველზე მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიაზე მიღებულ საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას და კვალიფიკაციას და მიმღებ პირებს უფლებას აძლევენ სწავლა, ან პროფესიული საქმიანობა გააგრძელონ რუსეთში, ან აფხაზეთში. რუსეთის დუმამ და ფედერაციის საბჭომ შეთანხმების რატიფიკაცია 2018 წლის დეკემბერში მოახდინეს

18 დეკ

შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრის დროს, ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ. შეთანხმების ხელმოწერა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

 

 

23 აგვ

შს ორგანოების ხარჯების თანადაფინანსება

მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის „აფხაზეთის [დე ფაქტო] რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ეტაპობრივი გაზრდის ხარჯების თანადაფინანსების, აფხაზეთის [დე ფაქტო] რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების ფულადი შემწეობისა და სოციალური გარანტიების შესახებ“. შეთანხმებას ხელი მოაწერეს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა დმიტრი დბარმა და რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილემ, იგორ ზუბოვმა.

 

23 ოქტ

ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა

აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დამტკიცდა. რუსეთის მხრიდან პროგრამას ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა, აფხაზური მხრიდან - დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა. პროგრამის მიზანია რუსეთის მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულყოფილი მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. პროგრამის ფარგლებში, 2-3 წლის განმავლობაში, 45 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი. ამ პერიოდში უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია არაერთ სფეროში: ეკონომიკა, ფინანსები (საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო-ეკნომიკური და საბანკო საქმიანობა, ინვესტიციების დაცვა, საბაჟო სამართალი), ენერგეტიკა, სოციალური სფერო (მედიცინა, განათლება, სოციალური დაცვა).

12 ნოე