გამოცემა N2 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მაისი, 2021 / ავტორი: ნიკა კრაწაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
ტურისტული სეზონისთვის სამზადისი
აფხაზეთში ტურისტების მისაღებად აქტიურად ემზადებიან. 2021 წელს სულ მცირე 1.5 მლნ ტურისტს ელიან. „ოფიციალური“ ინფორმაციით, აფხაზეთში ტურიზმის სფეროში 455 ორგანიზაცია და კერძო პირია რეგისტრირებული და ჯამში ისინი 26 144 საწოლით არიან წარმოდგენილნი. აქედან 107 ორგანიზაცია 16 986 საწოლს ფლობს, ხოლო 348 პირი - 9 158 საწოლს.
მაისში ტურიზმის სფეროში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა:
ტურისტული მატარებელი „სოჭი“. წყარო: Apsadgil-Info
ფორუმი „Visit Apsny“ გაგრაში: წყარო: Sputnik-Abkhazia
სოფლის მეურნეობა: მარწყვის ექსპორტი
სოხუმის აეროპორტის საკითხი
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს უფროს ალექსანდრე ნერადკოს ხელმძღვანელობით აფხაზეთს ეწვია. დელეგაციას დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, მოგვიანებით კი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეხვდა. სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის მიზანი სოხუმის აეროპორტის, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ არ მუშაობს, შემოწმება იყო. აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე შეთანხმება 2020 წლის ნოემბერში სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბჟანიას შეხვედრის დროს შედგა. ბჟანია აეროპორტში ფრენების განახლებას 2024 წლისთვის იმედოვნებს.
„საბაჟოს“ განტვირთვა
ზაფხულში ადლერის „საბაჟო“ პუნქტის განტვირთვის თაობაზე რუსული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა შედგა. როგორც ცნობილია, ზაფხულის სეზონზე „საბაჟო“ პუნქტი განსაკუთრებით არის დატვირთული. მაგალითად, აგვისტოში მას 1.5 მილიონამდე პირი და 500 ათასამდე ავტომობილი კვეთს.
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
საინვესტიციო პროგრამის მონიტორინგი
ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე და ამავდროულად, ჩრდილოეთ კავკასიის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი სერგეი ნაზაროვი ეწვია. ნაზაროვმა რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა, მათ შორის - საუნივერსიტეტო კომპლექსი, ცხინვალის №3 საჯარო სკოლა, სამედიცინო კლასტერი, 75-ბინიანი კორპუსი და ბაზალტის ქარხანა. დე ფაქტო პრემიერთან ერთად ნაზაროვმა როკის გვირაბში სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის სამუშაოებიც მოინახულა (ვიზიტის შესახებ დეტალურად იხილეთ აქ). ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 4.5 მლრდ რუბლს მოიცავს. 2021 წელს რუსეთის დაფინანსებით პროგრამის ფარგლებში 24 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი.
სოფლის მეურნეობა: უფასო ქერი და კარტოფილი
კარტოფილის თესვა ცხინვალის რეგიონში. წყარო: Sputnik-Ossetia
ხელფასების გაზრდა
მოსკოვში რუსეთის შრომის მინისტრმა ანტონ კოტიაკოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გენადი ბეკოევმა „საჯარო“ სექტორში ხელფასების ზრდის პროტოკოლს მოაწერეს ხელი. ცხინვალის რეგიონში ანაზღაურება 2017 წლის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დონეს გაუთანაბრდება.
რუსული აუდიტი
დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გენადი ბეკოევმა ცხინვალში რუსეთის ფედერალური ხაზინის სამუშაო ჯგუფი მიიღო, რომლის ამოცანაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უწყებებში აუდიტის ჩატარება იყო.