15 თებერვალს ცხინვალის რეგიონში „ინტერნაციონალისტი სამხედროების“ ხსოვნის დღე აღნიშნეს. 32 წლის წინ სწორედ ამ დღეს დატოვეს ავღანეთის ტერიტორია საბჭოთა კავშირის ჯარებმა.
ღონისძიების ფარგლებში თაიგულით შეამკეს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ღონისძიებას დაესწრნენ ავღანელი ვეტერანები, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები (მათ შორის, „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი), რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, სამხედრო მოსამსახურეები და სკოლის მოსწავლეები.
ბიბილოვი და კულახმეტოვი სიტყვით გამოვიდნენ და ავღანელი მეომრების ღვაწლზე ისაუბრეს.