ახალი ამბები

სერგეი ლავროვი და დაურ კოვე მოსკოვში 3 მარტს შეხვდებიან

2021 / 02 / 26

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 3 მარტს მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავენ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა იუწყება, შეხვედრის მიზანი იქნება „ორმხრივი ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის საკითხების“ განხილვა.

Go BackGo Back