ახალი ამბები

აფხაზეთმა და რუსეთმა 2021-2022 წლების კონსულტაციების გეგმა მიიღეს

2021 / 03 / 03

მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ორი „ქვეყნის“ თანამშრომლობა გრძელდება და აისახება, როგორც წარმატებულ ვაჭრობაში, ისე პანდემიასთან ბრძოლასა და პოლიტიკურ დიალოგში. კოვემ კი მადლიერება გამოხატა რუსეთის მიერ ჟენევის დისკუსიებში მხარდაჭერისა და კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის.

კოვემ მოგვიანებით აღნიშნა, რომ მხარეებმა „Спутник V“ ვაქცინის აფხაზეთისთვის მიწოდებაც განიხილეს და მართალია, ვადები ჯერ უცნობია, მაგრამ „მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა“.

კოვეს თქმით, მხარეებმა კმაყოფილებით შენიშნეს, რომ სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს 20 მილიარდი რუბლი ანუ გასულ წელზე 1.5 მილიარდი რუბლით მეტი აღმოჩნდა.

შეხვედრის ფარგლებში 2021-2022 წლების კონსულტაციების გეგმას მოეწერა ხელი. ლავროვის თქმით, გეგმა ხელს შეუწყობს სოხუმსა და მოსკოვს შორის „სისტემატურ, რაციონალურ და ეფექტურ ინტერაქციას“.

Go BackGo Back