ახალი ამბები

სანკტ-პეტერბურგელი ნიჩბოსნები აფხაზეთში ვარჯიშობენ

2021 / 03 / 20

აფხაზეთში, გაგრის რაიონში, მდინარე ბზიფზე სანკტ-პეტერბურგელთა სანიჩბოსნო სლალომის გუნდი 30 მარტამდე ივარჯიშებს. როგორც მწვრთნელი ნატალია როგოვა აღნიშნავს, აფხაზეთში ვარჯიშების ჩატარება სამომავლო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად მისი კოლეგა ნადეჟდა კოსტილევას გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყდა, რომელიც 1988 წელს სწორედ მდინარე ბზიფზე ვარჯიშობდა.

სანიჩბოსნო სლალომი კაიაკინგისა და კანოეთი ნიჩბოსნობის დისციპლინას წარმოადგენს და სწრაფ რეჟიმში გარკვეული მანძილის გადალახვას მოიაზრებს. ჩამოსული გუნდი 12 ნიჩბოსნისგან შედგება, რომელთა ასაკი 8-22 წელს შორის მერყეობს და რომელთაგან ყველა სანკტ-პეტერბურგის ნაკრებშია.

პირველი ვარჯიში 19 მარტს ჩატარდა ზღვასთან ახლოს მდინარის წყნარ ნაკადზე, მეორე ვარჯიში კი - უფრო სწრაფ ზონაში. როგოვას თქმით, მდინარე ბზიფი აღნიშნული სპორტისთვის შესანიშნავია და მასზე ვარჯიში ევროპაში ბევრ მსგავს ადგილზე შეჯიბრში მონაწილეობისთვის გამოსადეგ გამოცდილებას ქმნის. ცხრაგზის რუსეთის ჩემპიონმა კოსტილევამ, რომელმაც კარიერა ბზიფზე ვარჯიშით გაიკვალა და აფხაზეთში ორი წლის წინაც იყო ჩამოსული, აღნიშნა, რომ ცივი მდინარისა და არაკომფორტული პირობების, მათ შორის გარშემო სასტუმროებისა და საკვები ობიექტების არარსებობის მიუხედავად, ახალგაზრდებს აფხაზეთში ვარჯიში მოსწონთ.

ნიჩბოსნების უსაფრთხოებაზე გაგრის სამაშველო სამსახური ზრუნავს. ექვსი მაშველი ვარჯიშის ზონაში იმყოფება, რომელიც 20 მარტს მდ. გეგასა და ბზიფის გადაკვეთაზე ჩატარდა.

Go BackGo Back