ახალი ამბები

ცხინვალში „პუშკინის წვეულება“ გაიმართება

2021 / 03 / 21

პოეზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონის N6 სკოლაში „პუშკინის წვეულება“ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია ცხინვალის რეგიონში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის (АПРЯЛ) პრეზიდენტი ზალინა თედეევა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა, თუმცა გასულ წელს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მისი ჩატარება. ღონისძიების პროგრამა მოიცავს მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს, ალექსანდრე პუშკინის ლექსების კითხვას, სასცენო წარმოდგენებს.

თედეევამ აღნიშნა, რომ „პუშკინის წვეულება“ გააერთიანებს ყველას, ვისაც უყვარს რუსული ენა, რუსული კულტურა და პუშკინის შემოქმედება.

Go BackGo Back