ახალი ამბები

კვირის სპორტული ამბები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: აფხაზი ბოქსიორების წარმატება

2021 / 03 / 22

მთელი კვირის განმავლობაში აფხაზმა და ოსმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთში გამართულ სხვადასხვა ტურნირში, მათ შორის ბოქსსა და თავისუფალ ჭიდაობაში.

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში 14-19 მარტს გამართულ სრულიად რუსეთის ბოქსის შეჯიბრში აფხაზმა ბოქსიორებმა გაიმარჯვეს. ტურნირს ესწრებოდა რუსეთის შემადგენლობაში მყოფი 22 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, დაახლოებით 80 სტუდენტი, მათ შორის გამარჯვებულები - ბელენა კვიცინია და დაურ ტორჩუა, რომლებიც ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ. აფხაზმა სტუდენტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

აფხაზმა ბოქსიორმა ხარიტონ აგრბამ მოსკოვში მსოფლიო ბოქსის ასოციაციის მეორე ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. პროფესიონალურ დონეზე ეს აგრბას მეხუთე გამარჯვებაა. 25 წლის სპორტსმენი გაგრაშია დაბადებული. იგი ევროპის თამაშების ვერცხლის მედალოსანი და რუსეთის 2012 და 2018 წლების ჩემპიონატების გამარჯვებულია, 2019 წელს კი პროფესიონალური დებიუტი ჰქონდა და ოთხი ბრძოლა მოიგო.

ცენტრალური ფედერალური რაიონის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში 18-20 მარტს რუსეთის ქალაქ ბრიანსკში გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებული 19 წლის აფხაზი მარატ კოკოსკერია გახდა. შედეგად, მოჭიდავეს საშუალება ექნება, რომ 8-12 აპრილს ქალაქ ირკუცკში გამართულ რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის ჩემპიონატზე იასპარეზოს. კოკოსკერია აფხაზეთის ჩემპიონია და რუსეთისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი და გამარჯვებულია.

Go BackGo Back