ახალი ამბები

ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ჩრდილოეთ ოსეთის ჩემპიონატზე გამოდის

2021 / 04 / 04

საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ („Цхинвал“) ჩრდილოეთ ოსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობს. პანდემიის მიზეზით, გასულ წელს ცხინვალის გუნდმა აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ შეძლო. „Цхинвал-ის“ მწვრთნელის, სოსლან კოჩიევის განცხადებით, ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა პირველ თამაშში გასული წლის ერთ-ერთ ლიდერთან - „ოსეთის ფართან“ („Щит Осетии“) 2:1 მოიგო.

ცნობილია, რომ ჩრდილოეთ ოსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 1990 წლიდან ტარდება. ცხინვალის გუნდი (მაშინდელი „Спартак“) 1993 წელს ვერცხლის მედალოსანი, 1994 წელს კი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 2008 და 2009 წლებში გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, 2019 წელს კი კვლავ გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ცხინვალის რეგიონის „Барсалан-ის“ საბავშვო გუნდები წარმატებით მონაწილეობენ ქ. სოჭში მიმდინარე Hopes Cup 2021-ზე.

Go BackGo Back