ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში მორიგ რუსულ სასწავლებელთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2021 / 04 / 08

ცხინვალის რეგიონის კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ დრამატულმა თეატრმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სკოლასთან.

ცხინვალის „სახელმწიფო“ დრამატული თეატრის დასი 2 აპრილიდან მოსკოვში გასტროლებზე იმყოფება. სასცენო წარმოდგენების გარდა, მათ ასევე მოაწყეს გამოფენა სახელად „ეროვნული თეატრის ისტორია“, რომელიც აღნიშნული თეატრის დაარსების 90 წლისთავს მიეძღვნა.

გასტროლების ფარგლებში თეატრის ხელმძღვანელები შეხვდნენ მოსკოვის თეატრისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე ისაუბრეს კულტურული კავშირების განვითარების პერსპექტივაზე რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის.

Go BackGo Back