ახალი ამბები

მოსკოვში რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-17 შეხვედრა გაიმართა

2018 / 12 / 25

2018 წლის 25 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის რიგით მე-17 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის  თანათავმჯდომარეები იყვნენ, რუსეთის მხრიდან ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო, აფხაზეთის მხრიდან, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევიც. შეხვედრის დროს 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მუტკოს განცხადებით, სამთავრობათაშორისო კომისიის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება იმ ინვესტორების დახმარება, რომლებსაც აფხაზეთში პროექტების განხორციელება სურთ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში 26 პირი იქნება, 13-13 რუსული და აფხაზური მხრიდან. რუსეთის მხრიდან სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი. კომისიის შეხვედრის დასასრულს მუტკომ და ბგანბამ შესაბამის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.

Go BackGo Back