ახალი ამბები

ორმა აფხაზურმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო კონკურსში „რუსეთის მომავალი“

2021 / 05 / 02

ორმა აფხაზურმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალ-კონკურსში „რუსეთის მომავალი“.

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „Афыртын“ გახდა „კულტურისა და ხელოვნების სფეროში ეროვნული პრემიის“ მფლობელი. ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „Самурзакан“ კი მოიპოვა მთავარი პრიზი ნომინაციაში „ეროვნული ვოკალი“.

აღნიშნული კონკურსი 26 აპრილს დაიწყო და 2 მაისამდე გაგრძელდა. ის მოსკოვში, „Измайлово“-ს საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კონკურსის ფარგლებში 3 ათასზე მეტი მონაწილე წარდგა სცენაზე.

Go BackGo Back