ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონმა საერთაშორისო სალონში „კომპლექსური უსაფრთხოება - 2021“ მიიღო მონაწილეობა

2021 / 05 / 16

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო „მინისტრ” აზამათ ჩოჩიევის მეთაურობით საერთაშორისო სალონში - „კომპლექსური უსაფრთხოება - 2021“ იღებდა მონაწილეობას.

სალონი რუსეთის უდიდესი საგამოფენო პროექტია, სადაც უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე მიღწევებია წარმოდგენილი. ღონისძიება რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ევგენი ზინიჩევმა გახსნა.

ცხინვალის რეგიონის დელეგაცია გამოფენის ფაგლებში რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილეს ილია დენისოვს შეხვდა. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს“ თანამშრომლებისთვის ფულადი დახმარების გაზრდის, პენსიებისა და სხვა გარანტიების დანიშვნაზე, ასევე,  მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერისა და ოსი მეხანძრეებისა და მაშველების გაწვრთნის საკითხებზე იმსჯელეს.

ცხინვალის რეგიონის „წარმომადგენლები“ სალონის ბიზნეს პროგრამაშიც ჩაერთნენ. სალონი 16 მაისს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ნოგინსკის სამაშველო ბაზაზე საერთაშორისო სამაშველო ვარჯიშით დასრულდა და მასში დსთ-ის ქვეყნების - ბელარუსის, ყაზახეთისა და უზბეკეთის - წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი.

Go BackGo Back