ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში „მამულის მცველთა“ მემორიალი გაიხსნა

2021 / 05 / 21

21 მაისს ქ. ცხინვალში „მამულის მცველთა“ მემორიალური კომპლექსი გაიხსნა.

კომპლექსი ეძღვნება ყველა იმ პირს, რომელიც შეეწირა რეგიონის დაცვას 1989-2008 წლებში. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად.

საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, აფხაზეთის „ელჩი“, მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები და სხვები. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სიტყვით გამოსვლისას ბიბილოვმა მადლიერება გამოთქვა რუსეთისადმი, რომლის „წყალობით“ ცხინვალის რეგიონში მშვიდობამ დაისადგურა.

Go BackGo Back