ახალი ამბები

აფხაზეთში რუსეთის დახმარებით აზიური ფაროსანას გავრცელებას ებრძვიან

2021 / 05 / 22

გალში 5000 ჰექტარამდე თხილის პლანტაციის ქიმიური დამუშავება იგეგმება. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმირ გერიას განცხადებით, სამუშაოები ძირითადად გალის რაიონში მიმდინარეობს. გალის რაიონში თხილის დიდი მოსავალი მოდის.

ქიმიური დამუშავება აზიური ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებების მოსაშორებლად არის გამიზნული. გერიას თქმით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ბოლო პერიოდში ფაროსანას რაოდენობამ იკლო.

აზიური ფაროსანა დიდი რაოდენობით აფხაზეთის სანაპირო ზოლზე ხუთი წლის წინათ გამოჩნდა და მალევე გავრცელდა. ფაროსანა ყველაზე მეტად ხილსა და კენკრას აზიანებს, ვნებს ასევე ბოსტნეულსა და მარცვლეულს.

2020 წელს რუსეთმა აფხაზეთს მავნებლებთან ბრძოლისთვის 130 მლნ რუბლი გამოუყო. აფხაზეთმა დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც მიიღო. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პესტიციდების შეძენაზე 15 მლნ რუბლი გაიღო. 2020 წელს ფაროსანას წინააღმდეგ 400 ათასი ტონა პესტიციდი გამოიყენეს.

Go BackGo Back