ცხინვალის რეგიონმა, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმების ფარგლებში, 40 ტონა კარტოფილის თესლი მიიღო. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრის, ალან მარგიევის თანახმად, მიღებული კარტოფილის თესლის 90% ჯავის რაიონის ფერმერებს გადაეცა.
მარგიევის თქმით, ჯავის რაიონში კარტოფილის მოსაყვანად ყველაზე ნაყოფიერი მიწაა. კარტოფილი ჯავასა და მაღალმთიან სოფელ ერწოში დაითესა. დათესვა 1 ჰექტარზე განხორციელდა, შემდეგ წელს კი არეალის შვიდჯერ გაფართოება იგეგმება. წელს ფერმერები 300 ტონა კარტოფილის მოსავლის მიღებას ვარაუდობენ.
თესვა სპეციალური დანადგარის საშუალებით ხორციელდება, რომელსაც 4 წელია არ უმუშავია. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ეროვნული ბანკის“ სესხით დამატებითი ტექნიკის შესყიდვასაც აპირებს.