ახალი ამბები

სოხუმში საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

2019 / 04 / 23

2019 წლის 22 აპრილს, სოხუმში, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. აფხაზური მხრიდან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე იყო დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, რუსეთის მხრიდან - ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი.

შეხვედრაზე თანამშრომლობის გაფართოების მექანიზმები განიხილეს, მათ შორის აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული ინვესტორებისა და კომპანიის თანამშრომლების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების საკითხი, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრეტიდების პროგრამები, ბანკთაშორისი ურთიერთქმედებისა და 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები.

აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის მე-17 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 25 დეკემბერს, შეიქმნა.

Go BackGo Back