1-8 ივნისის ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ქალთა და კაცთა შორის რუსეთის ძალოსნობის ჩემპიონატის ფარგლებში ეთნიკურად აფხაზმა - ელკან გვაზავამ, რომელიც 61 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, რუსეთის რეკორდი მოხსნა.
გვაზავამ ატაცში121 კილოგრამის, ხოლო აკვრაში 138 კილოგრამის დაძლევით ახალი რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი ყაზანის ოლიმპიური რეზერვის სკოლაში სწავლობს და მას მარატ მადიაროვი წვრთნის, თუმცა აქამდე ის ცნობილ აფხაზ მწვრთნელთან - იასონ კიახბასთან - ემზადებოდა.