ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში გაიმართა კინოფესტივალი „Хрустальный источникъ“

2021 / 06 / 10

რუსეთის დღესთან დაკავშირებით ქ. ცხინვალში კინოფესტივალი „Хрустальный источникъ“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში რეგიონს ეწვივნენ ცნობილი რუსი მსახიობი ნონა გრიშაევა და კინოფესტივალის პრეზიდენტი ევკლიდ კიურძიდისი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა, კულტურის „სამინისტრო“ და ცხინვალის რეგიონში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო.

ღონისძიებას დაესწრნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვი, რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, კულტურის „მინისტრი“ ჟანა ზასეევა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვები. როგორც სკვორცოვმა აღნიშნა, „როსსოტრუდნიჩესტვო“ ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ რუსულ კინოსა და კულტურას გაეცნონ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთში მოგზაურობას ვერ ახერხებენ.

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე სერგეი სკვორცოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული „ფესტივალის ჩატარებით რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ის ყველა სფეროში ცხინვალის რეგიონის გვერდითაა“.

Go BackGo Back