ახალი ამბები

რუსეთი აფხაზეთს სამხედრო ჰოსპიტალს გაუგზავნის

2021 / 07 / 22

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება. 22 ივლისის მონაცემებით, საერთო ჯამში, 20 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 284-ს აღწევს. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი აფხაზეთს მრავალპროფილურ მობილურ საავადმყოფოს გაუგზავნის.

სამხედრო ჰოსპიტალი კორონავირუსით დაინფიცირებული 150 პირის მიღებას შეძლებს. ამ ეტაპზე არჩევენ ლოკაციას, სადაც საავადმყოფო განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო რუსეთმა აფხაზეთს ადრეც გაუგზავნა. ჰოსპიტალი 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე ფუნქციონირებდა. ამ დროის მანძილზე საავადმყოფოში 3700-ზე მეტმა პირმა იმკურნალა, კომპლექსური დიაგნოსტიკა კი 450-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

Go BackGo Back