ახალი ამბები

რუსეთმა აფხაზეთს საველე ჰოსპიტალი გაუგზავნა

2021 / 08 / 16

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, საწოლფონდის გაზრდის მიზნით, მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო გაუგზავნა. ჰოსპიტალში 100 საწოლის განთავსება იქნება შესაძლებელი. მის შემადგენლობაში ასევე შედის 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა.

საავტომობილო კოლონა უკვე დაიძრა სტავროპოლის მხრიდან. მათ 800-კილომეტრიანი მარში უნდა შეასრულონ. ჰოსპიტალი ქ. სოხუმში, პანსიონატ „Айтар“-ის ტერიტორიაზე განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის „ხელისუფლებამ“ რუსეთის მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების თხოვნით უკვე მეორედ მიმართა. პირველი საველე ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე ფუნქციონირებდა. მან სხვადასხვა სახის დახმარება 3700-ზე მეტ პირს გაუწია.    

Go BackGo Back