ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა საიდუმლო კენჭისყრით ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის რეგიონის ხელმძღვანელად სერგეი მენიაილო აირჩია. აღსანიშნავია, რომ მენიაილო ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს აპრილიდან იკავებდა.
მთავრობის სახლში ფიცის დადების ცერემონიას ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი იური ჩაიკა, დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, მეზობელი რესპუბლიკებისა და რუსეთის პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბიბილოვის თქმით, ახალი ხელმძღვანელის არჩევა ცხინვალის რეგიონისთვისაც დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან შეიძლება ერი გაყოფილია, მაგრამ ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ „ოსეთი ერთია“. შესაბამისად, ჩრდილოეთ ოსეთის განვითარება ცხინვალის რეგიონზეც აისახება, რამეთუ მისი მაცხოვრებლების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა და ბევრი მათგანი ჩრდილოეთ ოსეთშია რეგისტრირებული.