ახალი ამბები

აფხაზეთის ცეკვის „სახელმწიფო“ ანსამბლმა რუსულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

2021 / 10 / 22

აფხაზეთის ეროვნული ცეკვის „სახელმწიფო“ ანსამბლმა „КАВКАЗ“ მონაწილეობა მიიღო  XI საერთაშორისო ფესტივალში „Синегорье“. ფესტივალი რუსეთის ქ. სატკაში, ჩელიაბინსკის ოლქში ჩატარდა.

აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება „ერთიანი კულტურული სივრცის განმტკიცებასა და სხვადასხვა ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს“.

ფესტივალი „Синегорье“ პირველად 2005 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მასშტაბურ ფოლკლორულ ფორუმად იქცა.

Go BackGo Back