აფხაზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის ავტობუსების მიმოსვლა 14 ნოემბრიდან განახლდება. მოძრაობა გასული წლის დეკემბერში შეწყდა და უკავშირდება გადამზიდი სახელმწიფო უნიტარელი საწარმოს „Каббалкавтотранс-1438“-ის ლიკვიდაციას.
ყაბარდო-ბალყარეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ნალჩიკიდან 14, 20 და 26 ნოემბერს 9:30 საათზე გამოვლენ ავტობუსები, ხოლო სოხუმიდან - 16, 22 და 28 ნოემბერს, ასევე 9:30 საათზე. ტრანსპორტირება განხორციელდება მუნიციპალური უნიტარული საწარმოს, „Нальчикский транспорт“-ის მიერ. ბილეთის ფასი 2 475 რუბლია. დეკემბრიდან მარშრუტის მოძრაობის სიხშირე გაიზრდება.