ცხინვალის რეგიონის კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ტამერლან ძურცოვი რუს დრამატურგთა გილდიის დიპლომით დააჯილდოვეს. დიპლომი ძურცოვს თავად გილდიის გენერალურმა დირექტორმა, იური ბუტუნინმა გადასცა მოსკოვში, ლიტერატურული პრემია „Буламаргъ“-ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში.
ბუტუნინმა ძურცოვის მიერ რუსეთთან შემოქმედებითი კავშირების განვითარებაში შეტანილ წვლილსაც გაუსვა ხაზი.
ცხინვალის რეგიონში „სახელმწიფო“ თეატრი 1931 წელს გაიხსნა. 1939 წელს მან კოსტა ხეთაგუროვის სახელი მიიღო. 2021 წელს თეატრი 90-წლისთავს აღნიშნავს, თუმცა საზეიმო ღონისძიებები მომდევნო წლისთვის გადაიტანეს.