26 იანვარს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი შეხვდა მაღალკვალიფიცრებულ სამედიცინო სპეციალისტებს დონბასის რეგიონიდან. მათ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს.
შეხვედრის დროს ბიბილოვმა აღნიშნა, რომ „უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები რუსეთის დასუსტებას ისახავს მიზნად, ამიტომ ამ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ცხინვალის რეგიონსა და დონბასს შორის თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მედიცინა, განათლება, სპორტი და კულტურა“.
შეხვედრის ბოლოს ბიბილოვმა სტუმრები მედლებით დააჯილდოვა.