ახალი ამბები

ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მიიღო

2022 / 02 / 03

20 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მიიღო. მათ შორის იყო ელენა ბაბიჩენკო, საპენსიო ფონდის ფილიალის ხელმძღვანელი კრასნოდარის ტერიტორიისთვის ადლერის შიდა რაიონში. აღნიშნული ფილიალი უფლებამოსილია აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებში აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის საკითხებში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. ბაბიჩენკომ აღნიშნა, რომ რუსული პენსიის მიმღებთა რაოდენობა მცირდება. დღესდღეობით რუსულ პენსიას აფხაზეთში 28 ათასი პირი იღებს. ეს იმით აიხსნება, რომ პენსია იმ მოქალაქეებს ეძლევა, რომელთა საპენსიო უზრუნველყოფის უფლებები დადასტურებულია აუცილებელი მოთხოვნებით და დროულად - 1990 წლის ბოლომდე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მათ შორის, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების გზით.

Go BackGo Back