ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში სლავური დამწერლობისა და კულტურის დღეს აღნიშნავენ

2019 / 05 / 24

ცხინვალის რეგიონში სლავური დამწერლობისა და კულტურის დღის აღნიშვნა დაიწყეს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად საზეიმო ღონისძიებები იმართება. რეგიონის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დღესთან დაკავშირებით, კვირის განმავლობაში, საერთო სასკოლო ღონისძიებებს ჩაატარებენ.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პუშკინის 220-ე და კოსტა ხეთაგუროვის 160-ე წლისთავთან დაკავშირებით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები გაიმართება.

Go BackGo Back