მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ტექნიკურ ინსტიტუტში (МАДИ) აფხაზური კულტურის ფესტივალი ჩატარდა. პროგრამა მოიცავდა აფხაზურ ცეკვებს, სიმღერებს, ფილმებსა და ლექსებს, ასევე ტრადიციულ საკვებს.
ფესტივალი „სულის ქვეყანა - აფხაზების მიწა“ პირველად ჩატარდა. ის ერთ თვეს გრძელდებოდა და 1 მაისს დასრულდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინსტიტუტის ხელმძღვანელები და სტუდენტები, რუსეთში აფხაზეთის „საელჩოს“ თანამშრომლები და სხვები. უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა და „საელჩომ“ МАДИ-ს აფხაზურ თემს მადლობის წერილები გადასცეს მაღალ დონეზე ჩატარებული საინტერესო ღონისძიებებისთვის და აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის.